News

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

17439
  • 9 December 2019
განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

6 დეკემბერს, მულტიფუნქციურ სივრცეში ,,ტერმინალი’’, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს და ცენტრის სტიპენდიატებს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმნენ და ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ხოლო ცენტრის დირექტორმა - ნინო ჭელიძემ - საზოგადოებას მიმდინარე და ახალი სასტიპენდიო სქემების, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამისა და ცენტრის საქმიანობის ახალი პერსპექტივების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა. 

2019 წელს ცენტრმა  170  გამარჯვებული გამოავლინა და ჯამურად 6  წლის მანძილზე 850-ზე მეტი სტიპენდია გასცა.  მიმდინარე წელს ბენეფიციართა საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფოს მიერ 7 332 391 ლარით დაფინანსდა.

მიმდინარე წელი საპარტნიორო პროგრამებით იყო გამორჩეული. ცენტრის თანამშრომლობითი პროგრამების შესახებ პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა ისაუბრეს. 2019 წელს ცენტრისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ორი ახალი სასტიპენდიო პროგრამაც ამოქმედდა: ,,სასტიპენდიო პროგრამები იტალიაში’’’ - იტალიის საელჩოს მხარდაჭერით და ,,სასტიპენდიო პროგრამები სან-დიეგოს უნივერსიტეტში’’ - ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან და სან-დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, წელსვე განახლდა მემორანდუმი საფრანგეთის საელჩოსა და კამპუს ფრანსთან - საფრანგეთში სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.

2018 წელს ქვეყანაში დაბრუნებულ კურსდამთავრებულთა ინიციატივით შეიქმნა „ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია“, რომელიც მიზნად ისახავს ასოციაციის წევრთა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას და პროფესიულ განვითარებას. მიმდინარე წელს, ცენტრთან თანამშრომლობით, ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში კურსდამთავრებულთა 8 საგრანტო პროექტი დაფინანსდა, რომელთა მხარდასაჭერად 150 000 ლარი გამოიყო. ღონისძიებაზე კურსდამთავრებულთა პანელის ფორმატში, საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია შედგა, პროექტების ავტორებმა  საზოგადოებას დაგეგმილი აქტივობები გააცნეს. ღონისძიებაზე კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრებმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილის ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრობა შესთავაზეს. მრჩეველთა საბჭოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს, საბჭოს წევრები არიან სახელმწიფო, საერთაშორისო და კერძო სექტორის ხელმძღვანელები.

2020 წელს  ცენტრი, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული თუ ერთობლივი  პროგრამების ფარგლებში, სასტიპენდიო კონკურსებს გამოაცხადებს, შედეგად, მომავალ წელს გაცემული სტიპენდიების რაოდენობა 1000-ს გადააჭარბებს. ამჟამად, სტიპენდიატების ნაწილი უკვე დაბრუნდა საქართველოში და მიღებული ცოდნის რეალიზებას ქვეყანაში ახდენს, მეორე ნაწილი კი - მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში სხვადასხვა პროფესიებზე აგრძელებს სწავლას.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678