News

 

შეხვედრა ფრანგული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

11807
  • 7 November 2019
შეხვედრა ფრანგული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

29 ოქტომბერს, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტის - „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისათვის“  - პირველი საინფორმაციო შეხვედრა შედგა. შეხვედრა საფრანგეთში სადოქტორო პროგრამებით დაინტერესებულ  საქართველოს მოქალაქეებთან  ფრანგული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ჩაატარეს, რომლებიც საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ,,კამპუს ფრანსის’’ მოწვევით ჩამოვიდნენ.

ღონისძიებას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 150-მდე კურსდამთავრებული დაესწრო, მათ მიიღეს ინფორმაცია საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში დოქტურანტურის საფეხურზე არსებული შესაძლებლობების, გამოწვევებისა და ინოვაციების შესახებ. 

 „Doctorate Lab’’-ის ფარგლებში, მეორე და მესამე ეტაპებზე, პარტნიორი საელჩოების მხარდაჭერით, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები უნგრეთისა და იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთანაც

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«September 2024»
MonTueWedThuFriSatSun
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456