2 ივლისს გაიმართა სამუშაო და შემაჯამებელი შეხვედრა განათლების საერთაშორისო ცენტრის საერთაშორისო სადოქტორო, საერთაშორისო სამაგისტრო და საერთაშორისო სახელოვნებო პროგრამების კომისიის წევრებთან.
შეხვედრის სამუშაო თემები იყო: აღნიშნული პროგრამების შერჩევის თავისებურებები მიმდინარე წელს, პროგრამებში შერჩეულ კანდიდატთა აკადემიური მიმართულებები, ქვეყნები - სტატისტიკა და ტენდენციები წინა წლებთან მიმართებაში; შერჩევის რანჟირება, გამარჯვებულთა და კანდიდატთა კვოტები პროგრამებში; პროგრამული ბიუჯეტები (სრული და ნაწილობრივი დაფინანსების შესაძლებლობები, დისტანტური და საკლასო სწავლების არჩევანი - საყოფაცხოვრებო ხარჯების ოპტიმიზაცია) და ა. შ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა 2020-2021 სასწავლო წელს, აღნიშნული სამი პროგრამის სპეციფიკის ანალიზს და კომისიის წევრთა საქმიანობის შეჯამებას. არაუგვიანეს 15-17 ივლისის ფარგლებში ცნობილი გახდება კონკურსების საბოლოო შედეგები და გამოვლინდებიან გამარჯვებული სტიპენდიატები.