News

 

ექვსი სასტიპენდიო პროგრამა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

15363
  • 3 February 2020
ექვსი სასტიპენდიო პროგრამა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

დღეს, 3 თებერვალს,  განათლების საერთაშორისო ცენტრში, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, 2020-2021 სასწავლო წლისათვის ექვსი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადდა.

  – საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები

  – საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები

  – საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები

  – საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა

  – სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში

  – აკადემიური პროგრამები იტალიაში

პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. სასტიპენდიო პროგრამები არის კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა სწავლა გააგრძელონ და აკადემიური ხარისხი მოიპოვონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში.

ყოველწლიურად სასტიპენდიო პროგრამებით განათლების საერთაშორისო ცენტრი დაახლოებით 200-მდე ქართველ სტუდენტს აფინანსებს.

ექვსივე პროგრამის ელექტრონული განაცხადების მიღება ცენტრის ვებგვერდზე 3 თებერვალს, 2 საათზე დაიწყება - www.iec.gov.ge.

განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და დაარსებიდან დღემდე 850-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

პროგრამით დაინტერესებულ კონკურსანტებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, განათლების საერთაშორისო ცენტრში, მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი N7.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«May 2025»
MonTueWedThuFriSatSun
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678