News

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ცენტრის კურსდამთავრებულებთან

16322
  • 7 November 2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ცენტრის კურსდამთავრებულებთან

28 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებს შეხვდა.

გიორგი გახარიამ შეხვედრისას ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ცოდნისა და გამოცდილების გამოყენების აუცილებლობას, რათა ქვეყანამ არსებულ გამოწვევებს უპასუხოს.

„ამ ნაწილში თქვენ, თქვენი განათლებით და კომპეტენციით, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეგიძლიათ. მთავარია, როგორ მოვახერხოთ თქვენი ცოდნის გამოყენება დღეს, პრაგმატულად, იმისთვის, რომ ქვეყნის წინაშე არსებულ კონკრეტულ გამოწვევებს ვუპასუხოთ“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრაზე ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ პრემიერს ცენტრის პროგრამები და სამომავლო გეგმები გააცნო, ხოლო ბენეფიციარებმა - სტიპენდიის ფარგლებში მიღებული გამოცდილება და ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.

განათლების საერთაშორისო ცენტრი სახელმწიფო დაფინანსებით 2014 წლიდან ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. 2014-2019 წლებში გაცემული სტიპენდიების საერთო რაოდენობა 800-ზე მეტია, ხოლო ქვეყანაში დაბრუნებულ კურსდამთავრებულთა რაოდენობა 350-ს აჭარბებს;

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678