News

 

კონსულტაციები კონკურსანტთა უფლებების დამცველის სამუშაო ჯგუფთან

16373
  • 10 August 2020
კონსულტაციები კონკურსანტთა უფლებების დამცველის სამუშაო ჯგუფთან

განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში კონკურსანტთა უფლებების დაცვის, კონკურსის ობიექტურობისა და შედეგების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ყოველწლიურად იქმნება სასტიპენდიო პროგრამების კონკურსანტთა უფლებების დამცველი სამუშაო ჯგუფი. 

კონკურსანტთა უფლებების დამცველ ჯგუფთან კონსულტაციები გაიმართება 13 აგვისტოს, 11:00 საათზე, ონლაინ რეჟიმში.

აღნიშნულ შეხვედრებზე კონკურსანტთა უფლებების დამცველი განიხილავს სასტიპენდიო პროგრამების კონკურსანტების შესარჩევ პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებს, განუმარტავს შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამით გათვალისწინებულ საკონკურსო პროცედურებს და საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესს. კონკურსანტის განცხადების განხილვისას, შერჩევის პროცესში დაშვებული ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, უფლებების დამცველი უფლებამოსილია მიმართოს საკონკურსო კომისიას რეკომენდაციით კონკურსანტის საკონკურსო განაცხადის ხელმეორედ განხილვის შესახებ, ასევე შეიმუშავებს და წარუდგენს ცენტრს რეკომენდაციებს სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით.

კონსულტაციებზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, წინასწარ მოგვწეროთ თქვენი მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია) 12 აგვისტოს 16:00 საათამდე, შემდეგ ელ - ფოსტაზეinfo-iec@iec.gov.ge.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«June 2025»
MonTueWedThuFriSatSun
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456