News

 

გამოცხადდა ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა

1448
  • 2 May 2023
გამოცხადდა ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა

ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის ერთ-ერთი პარტნიორი და თანადამფინანსებელია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი. სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში. 

პროგრამა ხორციელდება უილიამ ფულბრაიტის უცხოური სასტიპენდიო საბჭოს რეგულაციებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი (Institute of International Education, New York, U.S.A.) თანამშრომლობს აშშ-ის უნივერსიტეტების ფართო სპექტრთან, რათა უზრუნველყოს ფულბრაიტის შერჩეული კანდიდატებისთვის ყველაზე შესაფერისი აკადემიური პროგრამის მოძებნა. 

აპლიკაციების მიღება ხორციელდება 2023  წლის 1 აგვისტოს 18:00 საათამდე.  განმცხადებლებმა ელექტრონულად უნდა შეავსონ ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო განაცხადი.

დეტალური ინფორმაცია და ინსტრუქცია იხილეთ ბმულებზე: 

https://bit.ly/40XFDWx და http://iec.gov.ge

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«May 2024»
MonTueWedThuFriSatSun
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789