News

 

განათლების საერთაშორისო ცენტრი „Stipendium Hungaricum”-ის წარმატებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიას აწესებს

1446
  • 22 December 2023
განათლების საერთაშორისო ცენტრი „Stipendium Hungaricum”-ის წარმატებული  სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიას აწესებს

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის „Stipendium Hungaricum”-ის ფარგლებში დაფინანსებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც უნგრეთის უნივერსიტეტებში სწავლის განმავლობაში მაღალი აკადემიური შეფასება ექნებათ, შესაძლებლობა ექნებათ, უნგრეთის მთავრობის დაფინანსებასთან ერთად, მოიპოვონ სახელმწიფო გრანტი წლიური 2500 ევროს ოდენობით. თავის მხრივ, სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები ვალდებულნი იქნებიან, სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდნენ და დასაქმდნენ უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად, 3 წლის ვადით.

განათლების საერთაშორისო ცენტრი უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამასთან - „Stipendium Hungaricum” 2017 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს. 2017-2023 წლებში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, უნგრეთში სწავლა 348 ქართველ სტუდენტს დაუფინანდა.

ამჟამად, უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურზე, უნგრეთში საქართველოს 143 მოქალაქე სწავლობს.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«January 2025»
MonTueWedThuFriSatSun
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789