News

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის 2024-2025 აკადემიური წლის სტიპენდიანტების მიღება

749
  • 26 July 2024
განათლების საერთაშორისო ცენტრის 2024-2025 აკადემიური წლის სტიპენდიანტების მიღება

აღსანიშნავია, რომ გიორგი ამილახვარის ინიციატივით დაწესებული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის სახელობითი სტიპენდია წელს გადაეცა სახელმწიფო საგრანტო პროგრამის „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2024-2025“ გამარჯვებულს და საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტს, ნიკოლოზ ევგენიძეს.

ნიკოლოზ ევგენიძე სწავლას აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტში, საინჟინრო და ოპერაციული კვლევის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს. მინისტრის სახელობით ყოველთვიურ სტიპენდიას, 300 ევროს ოდენობით, იგი ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მიიღებს.

ღონისძიებაზე სტიპენდიატების წინაშე სიტყვით ასევე წარდგნენ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი, საფრანგეთის, იტალიისა და ჩინეთის ელჩები, ასევე აშშ-ის, უნგრეთისა და სომხეთის საელჩოების წარმომადგენლები.

2024-2025 აკადემიური წლის სტიპენდიატების მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე, მოადგილეები – ტარიელ გუგავა, გელა გელაძე და თამარ მახარაშვილი.

საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, 2024 წელს, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა 12 საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა. 2024-2025 აკადემიური წლისთვის, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების ფარგლებში ჩატარებული კონკურსების შედეგად, ამ დროისთვის, საქართველოს 176 გამარჯვებული მოქალაქე გამოვლინდა. სახელმწიფო სასწავლო გრანტების წლიური ბიუჯეტი 5,5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წლიდან სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დაფინანსებით სასტიპენდიო პროგრამებს, რომლებიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, განათლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში მიიღონ. სახელმწიფო აფინანსებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ასევე ხელს უწყობს საჯარო სამსახურში დასაქმებული მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ, შესაბამის კვლევით თუ პროფესიულ ინსტიტუტებში.

2014-2024 წლებში, საზღვარგარეთ სწავლის მიზნით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსდა საქართველოს 1250-ზე მეტი მოქალაქე, ხოლო ბიუჯეტმა შეადგინა 47 მილიონ ლარზე მეტი.

 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«December 2024»
MonTueWedThuFriSatSun
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345