News

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი იტალიაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა

829
  • 20 November 2023
განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი იტალიაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი რომში ქართველ სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრაში ის ბენეფიციარები მონაწილეობდნენ, რომლებიც ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, ამჟამად იტალიის უნივერსიტეტებში სწავლობენ ან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გადიან.

შეხვედრაზე ქართველი სტუდენტების ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ დასაქმების და კარიერული განვითარების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. 

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საქართველოში დაბრუნებისა და დასაქმების მიმართულებით, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები მიეღოთ.

შეხვედრა განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებითა და იტალიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე.

შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები რომის საპიენსას, ლუისის, მილანის პოლიტექნიკური, ტუშას და პავიას უნივერსიტეტებიდან.

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სწავლა იტალიის ნებისმიერ უნივერსიტეტში გააგრძელონ. აღნიშნული პროგრამით, 2014-2023 წლებში იტალიაში სწავლა 37 ქართველ სტუდენტს დაუფინანსდა.

2019 წლიდან, საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, ასევე ხორციელდება განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა „აკადემიური პროგრამები იტალიაში“, რომლის საფუძველს განათლების საერთაშორისო ცენტრსა და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს (CRUI) შორის 2018 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში, ქართველი სტუდენტები იტალიის 7 უნივერსიტეტში სწავლისას სხვადასხვა საშეღავათო პროგრამით სარგებლობენ. იტალიასთან საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში, 2014-2023 წლებში, კონკურსის წესით, დაფინანსება საქართველოს 20-მა მოქალაქემ მიიღო.

2023 წელს, იტალიის უნივერსიტეტებთან საპარტნიორი ქსელის გაფართოების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „მინერვას“ შორის. 

ამჟამად, განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, იტალიაში საქართველოს 18 მოქალაქე სწავლობს.

განათლების საერთაშორისო ცენტრი აქტიურად მუშაობს იტალიის მხარესთან საპარტნიორო ქსელის გაფართოების მიმართულებით, რათა სტუდენტებისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი აკადემიური პროგრამები იყოს ხელმისაწვდომი.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678