News

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ACA-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

8
  • 25 June 2025
განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ACA-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი პორტუგალიაში, აკადემიური თანამშრომლობის ასოციაციის (ACA) გენერალურ ასამბლეას დაესწრო.

ღონისძიებაში  წამყვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. ასამბლეის ფარგლებში, განათლების ინტერნაციონალიზაციის, დაფინანსების ტენდენციებისა და ახალი პრიორიტეტების კუთხით ასოციაციის წევრი ქვეყნების გამოცდილებაზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს Erasmus+ პროგრამისა და ევროკავშირის ახალი მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს (MFF) პერსპექტივები, მიმდინარე ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკა და მომავალი პროექტების (TCA 2026) იდეები.

ასამბლეის პარალელურად, გაიმართა მე-3 ტრანსატლანტიკური მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც უმაღლესი განათლების მიმართულებით ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხებოდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აკადემიური და კვლევითი მობილობის პროგრამების მნიშვნელობაზე, რაც გლობალური კრიზისებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო აქტუალური ხდება.

ღონისძიებას საერთაშორისო განათლების ადმინისტრატორთა ასოციაცის ხელმძღვანელები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების განათლების ეროვნული სააგენტოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აშშ-ის განათლების საერთაშორისო ინსტიტუტის (IIE), ბრიტანეთის საბჭოების, Fulbright Commission Portugal-ის და ევროკომისიის DG EAC-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი 2018 წლიდან ACA-ს ასოცირებული წევრია.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«June 2025»
MonTueWedThuFriSatSun
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456