News

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა საფრანგეთში კურსდამთავრებულთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

2581
  • 1 July 2024
განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა საფრანგეთში კურსდამთავრებულთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, საფრანგეთში კურსდამთავრებულთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.  

ღონისძიებას საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი კამილ ნორა და ქართულ-ფრანგული სასტიპენდიო პროგრამა France Excellence-ის სტიპენდიანტები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, 2024-2025 წლის შესარჩევი კონკურსის წარმატებულ სტიპენდიანტებს საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სახელით, სერტიფიკატები გადაეცათ. 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში, საფრანგეთთან 2015 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს. 2016 წლიდან დღემდე, France Excellence-ის პროგრამის მეშვეობით, საფრანგეთში სასწავლო სტიპენდია საქართველოს 79 მოქალაქემ მოიპოვა. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით კი, 2014-2023 წლებში, საფრანგეთის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტში, სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების გავლის მიზნით, 15 სტიპენდიანტი გაემგზავრა. 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678