News

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა „სტიპენდიუმ ჰუნგარიკუმის“ პარტნიორების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

846
  • 22 November 2023
განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა „სტიპენდიუმ ჰუნგარიკუმის“ პარტნიორების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა, 20-22 ნოემბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ „სტიპენდიუმ ჰუნგარიკუმის“ პარტნიორების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

 

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოსა და უნგრეთს შორის განათლების მიმართულებით არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა და კოლეგებს წარმატებული პარტნიორობის შედეგები გაუზიარა.

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა ასევე მიიღეს მონაწილეობა პანელურ სესიებზე და წარსდგნენ მოხსენებებით უნგრეთის სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის და ნომინირების პროცედურებთან დაკავშირებით. ცალკე პანელი დაეთმო კურსდამთავრებულთა აქტივობებს და მათ ჩართულობას პროგრამის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით.

 

კონფერენციას განათლების სფეროში უნგრეთის პარტნიორი ორგანიზაციებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე, დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ. კონფერენციის მონაწილეებმა „სტიპენდიუმ ჰუნგარიკუმის“ პროგრამის ბოლო 10 წლის მიღწევები შეაჯამეს. 

 

განათლების საერთაშორისო ცენტრი უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამასთან - „Stipendium Hungaricum” 2017 წლიდან თანამშრომლობს. აღნიშნული პროგრამა უნგრეთსა და პარტნიორი ქვეყნების განათლების სფეროზე პასუხისმგებელ უწყებებს შორის გაფორმებულ ორმხრივ შეთანხმებებს ეფუძნება. პროგრამის ფარგლებში, ფინანსდება უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და ინტეგრირებული მაგისტრატურის საფეხურები.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«December 2024»
MonTueWedThuFriSatSun
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345