News

 

განათლების საერთაშორისო ცენტრმა აკადემიური კოოპერაციის ასოციაციის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

743
  • 25 June 2024
განათლების საერთაშორისო ცენტრმა აკადემიური კოოპერაციის ასოციაციის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ისლანდიაში, აკადემიური კოოპერაციის ასოციაციის (ACA) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. ცენტრს ასამბლეაზე საერთაშორისო საპარტნიორო პროგრამებისა და პროექტების განვითარების სამსახურის კოორდინატორი სოფიო გელაშვილი წარმოადგენდა.

ასამბლეას წამყვანი ევროპული და ამერიკული საგანმანათლებლო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით არსებული სიახლეები და სამომავლო გეგმები განიხილეს, ასევე, ასოციაციის წევრ ქვეყნებს შორის განათლების სფეროში მრავალმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი აკადემიური კოოპერაციის ასოციაციასთან (ACA) 2018 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს. ასოციაცია განათლების ინტერნაციონალიზაციის სფეროში მოწინავე ევროპულ ქსელს წარმოადგენს, რაც  მის წევრებს შესაძლებლობას აძლევს, გაიზიარონ აღნიშნულ სექტორში მომუშავე ორგანიზაციების გამოცდილება, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები. 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«April 2025»
MonTueWedThuFriSatSun
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011