News

 

განათლების საერთაშორისო ცენტრმა უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მეცნიერის, ბარბარე ყიფიანის სახელობის ჯილდო დააარსა

886
  • 21 December 2023
განათლების საერთაშორისო ცენტრმა უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მეცნიერის, ბარბარე ყიფიანის სახელობის ჯილდო დააარსა

განათლების საერთაშორისო ცენტრმა უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მეცნიერის, ბარბარე ყიფიანის სახელობის ყოველწლიური ჯილდო დააარსა.

მე-19 საუკუნის ქართველი საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი, ბარბარე ყიფიანი ევროპაში მოღვაწე პირველი ქართველი ფსიქო-ფიზიოლოგი, საფრანგეთის სამეცნიერო აკადემიის წევრი და მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი იყო. მისი თაოსნობით, ბრიუსელის საერთაშორისო მუზეუმში დაარსდა მსოფლიო ხალხთა ისტორიისა და ეთნოგრაფიის ქართული სექცია. ბარბარე ყიფიანი დაუღალავად ზრუნავდა უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე. მისი მხარდაჭერით, ევროპის უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლება ბევრმა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო.  

განათლების საერთაშორისო ცენტრის გადაწყვეტილებით, ბარბარე ყიფიანის სახელობის ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ცენტრის სტიპენდიანტ სტუდენტს უცხოეთში სწავლის განმავლობაში განსაკუთრებული მიღწევისთვის.

წელს, განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაარსებული ბარბარე ყიფიანის სახელობის ჯილდო 2023 წლის კურსდამთავრებულს, ანნა ბრჟეზოვსკაიას გადაეცა.

ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი ანნა ბრჟეზოვსკაია, „სტიპენდიუმ ჰუნგარიკუმის“ 90 პარტნიორი ქვეყნის 20 ათას სტუდენტს შორის განსაკუთრებული აკადემიური მიღწევისთვის, ასევე დაჯილდოვებულია უნგრეთის ტემპუსის საჯარო ფონდის ყოველწლიური, სტუდენტთა ბრწყინვალების პრიზით.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«December 2024»
MonTueWedThuFriSatSun
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345