News

 

განათლების საერთაშორისო ცენტრმა „უნი იტალიას“ მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

806
  • 17 November 2023
განათლების საერთაშორისო ცენტრმა „უნი იტალიას“ მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

იტალიური მხარის მიწვევით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა რომში, „უნი იტალიას“ მიერ ორგანიზებულ მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია „უნი იტალიას“ პრეზიდენტმა ფრანჩესკო პროფუმომ გახსნა. სადისკუსიო პანელებში განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი, იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს, აკადემიური თანამშრომლობის ასოციაციის, ევროპის კომისიის, ბრიტანეთის საბჭოს, საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის, ფინეთის განათლების ნაციონალური სააგენტოს, ესპანეთის განათლების ინტერნაციონალიზაციის სამსახურის, ესტონეთის განათლებისა და ახალგაზრდობის საბჭოს, ნიდერლანდების განათლების ინტერნაციონალიზაციის ორგანიზაციის და „კამპუს ფრანსის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის მთავარი თემა იყო „საზღვარგარეთ სწავლის ეკონომიკური შედეგები“. პანელური დისკუსიის მონაწილეებმა უცხოელი სტუდენტების სწავლის ეკონომიკური შედეგები და ქვეყნის შრომის ბაზარზე საერთაშორისო კურსდამთავრებულების გავლენის საკითხები განიხილეს.

კონფერენციის მიზანს პარტნიორ ქვეყნებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება და ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერა წარმოადგენდა.

კონფერენცია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს, იტალიის უნივერსიტეტისა და კვლევის სამინისტროს და იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. 

 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«December 2024»
MonTueWedThuFriSatSun
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345