News

 

განათლების საერთაშორისო ცენტრში 2023 წლის კურსდამთავრებულებთან შეხვედრა გაიმართა

882
  • 5 February 2024
განათლების საერთაშორისო ცენტრში 2023 წლის კურსდამთავრებულებთან შეხვედრა გაიმართა
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, 2023 წლის იმ კურსდამთავრებულებთან, რომლებმაც ცენტრის მხარდაჭერით განათლება უცხოეთში მიიღეს, დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი და ცენტრის პარტნიორი, დასაქმების მხარდამჭერი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კურსდამთავრებულები დეტალურად გაეცნენ დასაქმების ბაზრის სიახლეებსა და გამოწვევებს, ასევე, დასაქმების პლატფორმების მუშაობის სპეციფიკას. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს დასაქმებისა და კარიერული განვითარების საკითხებზე საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და 2023 წლის კურსდამთავრებულთა პროფესიული ქსელის შექმნისა და განვითარების საკითხები განიხილეს. 
 
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი აქტიურად მუშაობს კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით. ამ მიზნით, ცენტრმა გასულ წელს თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა  დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო ორგანიზაციებთან და კერძო სააგენტოებთან. 
 
კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალ პარტნიორებს წარმოადგენენ: სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო - HR.gov.ge; სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო - WorkNet; შპს დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“- HR.ge; შპს „ციფრული ეკოსისტემა ადამიანებისათვის“ - Talents.ge და შპს „ეიჩარ პროფესიონალთა გილდია“.
 
2023 წელს, საქართველოში 57 კურსდამთავრებული დაბრუნდა, რომლებმაც, განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, განათლება მიიღეს ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა: ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა (აშშ); კოლუმბიის უნივერსიტეტი (აშშ); ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლა (დიდი ბრიტანეთი); ბირმინგემის სამეფო კონსერვატორია (დიდი ბრიტანეთი); ლონდონის კინგს კოლეჯი (დიდი ბრიტანეთი); ედინბურგის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი); ბრისტოლის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი); ლონდონის გოლდსმიტის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი); სტრასბურგის უნივერსიტეტი (საფრანგეთი); აიქს-მარსელის უნივერსიტეტი (საფრანგეთი); პარიზის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (საფრანგეთი); ნანტის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი); ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი); დოიჩე ველე აკადემია (გერმანია); ქ. მაინცის იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტი (გერმანია); მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (იტალია); ვერონას უნივერსიტეტი (იტალია); ლუისის უნივერსიტეტი (იტალია); პიზას უნივერსიტეტი (იტალია); ბარსელონას ტექნოლოგიური სკოლა (ესპანეთი); ბარსელონას ეკონომიკის სკოლა (ესპანეთი); როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები); ჰააგის ადგილობრივი თვითმმართველობის აკადემია (ნიდერლანდები); ვაგენინგენის კვლევითი უნივერსიტეტი (ნიდერლანდები); კორვინუსის უნივერსიტეტი (უნგრეთი); დებრეცენის უნივერსიტეტი (უნგრეთი); ოიტეოშ ლორანდის უნივერსიტეტი (უნგრეთი); საჯარო სამსახურის ეროვნული უნივერსიტეტი (უნგრეთი); ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი) და სხვა. 
Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«December 2024»
MonTueWedThuFriSatSun
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345