News

 

განათლების საერთაშორისო ცენტრში კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართა

54
  • 2 July 2024
განათლების საერთაშორისო ცენტრში კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი, ცენტრის კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის წარმომადგენლები, კომისიის წევრები და კონკურსის გამარჯვებულები ესწრებოდნენ.

პროგრამის გამარჯვებულებმა შეხვედრის მონაწილეებს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები გააცნეს.

2024 წელს, კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა 4 პროექტი დააფინანსა:

-„კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, მყინვარ გერგეთის ფირნის აუზის ყინულოვანი საფარის სისქის და მყინვარის სხეულის მდგომარეობის კვლევა აქტიური დათბობის პერიოდში.

პროექტის მენეჯერი: გურამ იმნაძე - გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი, მთამსვლელი - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაიარა გერმანიაში, ბავარიის მეცნიერებათა აკადემიაში.

-„მულტისპექტრული ფოტოგადაღება და მდგომარეობის 3D ფოტოგრამეტრიული მონიტორინგი კედლის მხატვრობის კონსერვაციაში; საერთაშორისო ვორქშოფი კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციაში”.

პროექტის მენეჯერი: მარიამ საღარაძე - გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის კონსერვაციის საერთაშორისო პროექტის ქართული ჯგუფის თანახელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, სამწლიანი სამაგისტრო პროგრამა კედლის მხატვრობის კონსერვაციაში გაიარა ლონდონის უნივერსიტეტის კურტოს ხელოვნების ინსტიტუტში.

-„გეომატიკა ყველასთვის: განათლების სეზონური სკოლის სერიები“.

პროექტის მენეჯერი: გიორგი კირკიტაძე - გეოგრაფი, ასისტენტ-პროფესორი - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაიარა იტალიაში, გარემოს დაცვისა და კვლევის უმაღლეს ინსტიტუტში.

-„პირუტყვის სეზონური გადაადგილების სივრცითი კონფლიქტები და პოტენციალი. ინტეგრირებული დიზაინის პრაქტიკა, ქვემო ქართლის რეგიონის დასახლებების მაგალითზე“.

პროექტის მენეჯერები: ელენე მაჩაიძე და მარიამ შაიშმელაშვილი - ურბანისტები - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, მაგისტრატურის პროგრამა ურბანული დაგეგმარების მიმართულებით გაიარეს იტალიაში, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტში.

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მცირე საგრანტო პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულთა საზოგადოებრივი, ახალგაზრდული და აკადემიურ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა. კონკურსში, ყოველწლიურად, ის კურსდამთავრებულები მონაწილეობენ, რომლებმაც, უცხოეთში განათლების მიღების მიზნით, ცენტრის საგრანტო პროგრამების ფარგლებში  დაფინანსება მოიპოვეს, სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში დაბრუნდნენ და მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო პროექტის განხორციელებას გეგმავენ.     

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«July 2024»
MonTueWedThuFriSatSun
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234