News

 

კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, განათლების საერთაშორისო ცენტრმა დასაქმების ხელშემწყობ ორგანიზაციებთან მემორანდუმები გააფორმა

872
  • 19 December 2023
კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, განათლების საერთაშორისო ცენტრმა დასაქმების ხელშემწყობ ორგანიზაციებთან მემორანდუმები გააფორმა

კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, განათლების საერთაშორისო ცენტრმა დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო ორგანიზაციებთან და კერძო სააგენტოებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.

მემორანდუმების მიზანია იმ სტიპენდიანტთა კარიერული განვითარების მხარდაჭერა, რომლებიც განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით, საზღვარგარეთ განათლებას იღებენ ან სასწავლო კურსი უკვე წარმატებით დაასრულეს და საქართველოში დაბრუნდნენ.

კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალ პარტნიორებს წარმოადგენენ: სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო - HR.gov.ge; სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო - WorkNet; შპს დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“- HR.ge; შპს „ციფრული ეკოსისტემა ადამიანებისათვის“ - Talents.ge და შპს „ეიჩარ პროფესიონალთა გილდია“.

ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, კურსდამთავრებულთა კარიერულ განვითარებაზე ზრუნვასთან ერთად, განათლების საერთაშორისო ცენტრი გეგმავს სტიპენდიანტებთან, უცხოეთში სწავლის განმავლობაში, ონლაინ შეხვედრების გამართვას, დასაქმების ბაზრის სიახლეებისა და გამოწვევების უკეთ გაცნობისა და სტუდენტთა შესაბამისი კომპეტენციების, პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარების მიზნით.

განათლების საერთაშორისო ცენტრისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით, 2023 წელს, უცხოეთში განათლების მისაღებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით,  200-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაფინანსდა. 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«December 2024»
MonTueWedThuFriSatSun
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345