News

 

კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულის პროექტის ფარგლებში, შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა

192
  • 21 November 2024
კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულის პროექტის ფარგლებში, შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებული პროექტის - „პირუტყვის სეზონური გადაადგილების სივრცითი კონფლიქტები და პოტენციალი“ ავტორებმა დიზაინ ინსტიტუტში შემაჯამებელი გამოფენა გამართეს.

პროექტის მენეჯერი, ურბანისტი ელენე მაჩაიძე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულია. საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში, ცენტრის მხარდაჭერით, მან მაგისტრის ხარისხი არქიტექტურაში, ქალაქგეგმარების მიმართულებით, მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მოიპოვა.  

საპროექტო ჯგუფის წევრები ასევე იყვნენ არქიტექტორები: მარიამ შაიშმელაშვილი (მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი), სალომე ქათამაძე და დუჩო ფანტონი (ფერარას უნივერსიტეტი).

„პირუტყვის სეზონური გადაადგილების სივრცითი კონფლიქტები და პოტენციალი“ - ერთ-ერთია იმ 4 პროექტს შორის, რომელიც სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2024 წელს, კონკურის წესით, კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში დააფინანსა.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდა მეცხვარეობის სივრცითი განზომილების განხილვა რეგიონულ და ურბანულ მასშტაბებში, ქვემო ქართლის დასახლებების მაგალითზე და საერთაშორისო პრაქტიკების გათვალისწინებით, შეიქმნა ურბანულ/რურალური დიზაინ გადაწყვეტების კატალოგი/რუკა, რომელიც დაინტერესებეულ მხარეებს დაეხმარება, მიიღონ დეტალური ინფორმაცია, თუ რა დიზაინ გადაწყვეტებით შეიძლება ცხოველთა სეზონურ მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა.

პროექტის შემაჯამებელ გამოფენას სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის, საქართველოში იტალიის საელჩოს და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ასევე, ვორქშოფის მონაწილე სტუდენტები დაესწრნენ.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მცირე საგრანტო პროგრამის მიზანია ცენტრის კურსდამთავრებულთა საზოგადოებრივი და აკადემიურ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა. კონკურსში, ყოველწლიურად, ის კურსდამთავრებულები მონაწილეობენ, რომლებმაც, უცხოეთში განათლების მიღების მიზნით, ცენტრის საგრანტო პროგრამების ფარგლებში დაფინანსება მოიპოვეს, სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში დაბრუნდნენ და მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო პროექტის განხორციელებას გეგმავენ.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«December 2024»
MonTueWedThuFriSatSun
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345