News

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა EPLO-ს დირექტორთა ბორდის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

199
  • 18 September 2024
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა EPLO-ს დირექტორთა ბორდის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში, საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) მიერ ორგანიზებულ, დირექტორთა ბორდისა და ევროპის საჯარო სამართლის ჯგუფის (EGPL) ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა იყო „ცვალებადი ევროპა ცვალებად სამყაროში“.

დირექტორთა ბორდის შეხვედრაზე ნუნუ მიცკევიჩი წარსდგა მოხსნებით სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესახებ, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირთა პროფესიულ განვითარებას ისახავს მიზნად.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციასთან (EPLO) 2023 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს. მიმდინარე წელს, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 15-მა თანამშრომელმა ქვეყნის 15 მუნიციპალიტეტიდან, პროფესიული განვითარების მიზნით, საბერძნეთში კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაიარა.

კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა ხორციელდება განათლების საერთაშორისო ცენტრის ქვეპროგრამის „ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირთათვის 2024-2025“ ფარგლებში, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესახებ 2023 წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«December 2024»
MonTueWedThuFriSatSun
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345