News

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი - „STEM სასკოლო ჰაბი”

8
  • 19 June 2025
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი -  „STEM სასკოლო ჰაბი”

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა პროექტი „STEM სასკოლო ჰაბი.”

კურსდამთავრებულთა საგრანტო პროექტის მიზანია ცენტრის იმ სტიპენდიანტების მხარდაჭერა, რომლებმაც განათლება მიიღეს ან კვალიფიკაცია აიმაღლეს საზღვარგარეთ და შეძენილი ცოდნის შესაბამისად, საქართველოში სხვადასხვა საზოგადოებრივი, კვლევითი და აკადემიურ-საგანმანათლებლო პროექტის რეალიზებას გეგმავენ.

პროექტის ხელმძღვანელმა, ილია ჭავჭავაძის სახელობის საჩხერის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა, ლენა გომართელმა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა მონაცემებზე დაფუძნებული სკოლის განვითარების მიმართულებით 2023 წელს, გერმანიაში, გოტლიბ დაიმლერის ლუდვიგსბურგის სკოლაში გაიარა.   

კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „STEM სასკოლო ჰაბი” მიზანი იყო რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა რობოტიკის, პროგრამირების, ინჟინერიის სემინარებსა და სამეცნიერო ექსპერიმენტებში, მასწავლებელთა ცოდნისა და უნარების ამაღლება STEM საგნებში და განახლებული საგანმანათლებლო მეთოდოლოგიების, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სამეცნიერო კვლევების გაცნობა.

პროექტში მონაწილეობდნენ საჩხერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ასევე, საჩხერის მუნიციპალიტეტის 6 საჯარო სკოლის უფროსკლასელები და მასწავლებელები.

პროექტის დახურვას სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს განათლების საერთაშორისო ცენტრის სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«June 2025»
MonTueWedThuFriSatSun
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456