News

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

742
  • 20 September 2023
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 2023-2024 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებულმა სტიპენდიანტებმა, კომისიის წევრებმა და კურსდამთავრებულებმა მიიღეს.

სამდღიანი ფორუმი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა. მან სტიპენდიანტებს კონკურსებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა არაერთ ქმედით ნაბიჯს დგამს ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით. კერძოდ, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებით სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიიღონ. თავის მხრივ კი, კურსდამთავრებულები სამშობლოს დაუბრუნდნენ და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ქვეყნის კეთილდღეობას მოახმარონ.

ფორუმის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ცენტრის მიმდინარე პროგრამებს, შეფასებისა და შერჩევის სისტემასა და პარამეტრებს, პრიორიტეტებს, მსგავსებებსა და განსხვავებებს სასტიპენდიო სქემებს შორის. ამასთან, მათ მიიღეს ინფორმაცია ბენეფიციართა უფლება-მოვალეობებისა და შედეგების მონიტორინგის შესახებ.

ფორუმის მიმდინარეობისას ასევე გაიმართა შეხვედრები ცენტრის პროგრამული სამსახურის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, კომისიის წევრებთან და ცენტრის კურსდამთავრებულებთან. გამარჯვებულმა სტიპენდიანტებმა მიიღეს რჩევები კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფარგლებში პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით და გაეცნენ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  სასწავლო პროცესის თავისებურებებს.

ფორუმის მონაწილეები საზოგადო მოღვაწის, ეთნოგრაფის ბესარიონ ნიჟარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ. აგრეთვე, ჩატარდა საინტერესო კულტურული გასვლითი ტურები – სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ჰაწვალსა და უღვირის ტბაზე.

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაარსდა და მისი მიზანია, სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადებას. ცენტრმა დაარსების დღიდან 1250-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი იძლევა შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მიიღონ საუკეთესო განათლება და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ მიღებული ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში განაგრძონ. ამ მიზნით, ცენტრი ახორციელებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო და ერთობლივ/პარტნიორულ პროგრამებს..

 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«April 2024»
MonTueWedThuFriSatSun
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345