News

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

18
  • 5 August 2025
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასთან, სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან და სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრთან გააფორმა.

მემორანდუმებს ხელი მოაწერეს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუნუ მიცკევიჩმა, სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა ირაკლი გულედანმა, სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა გვანცა ჭკადუამ.

მემორანდუმების მიზანია განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი კურსდამთავრებულებისთვის საქართველოს შრომით ბაზარზე ინტეგრირებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების, დასაქმების, კარიერული განვითარებისა და პროფესიული ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა.

Print
Categories: yvela siaxle, events
Tags:
Rate this article:
No rating

x
«August 2025»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567