News

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

448
  • 11 October 2024
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს ფედერიკო მეორის სახელობის ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მატეო ლორიტო ხელმძღვანელობდა.

განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს ცენტრის მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

შეხვედრას იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში,   მასიმილიანო დ’ანტუონო და ქართულ-იტალიური განათლების ცენტრ „მინერვას“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეებს შორის საგანმანათლებლო და აკადემიურ სფეროში  თანამშრომლობას და საქართველოს მოქალაქეებისთვის ნეაპოლის უნივერსიტეტში, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ერთობლივი მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებას.

ფედერიკო მეორის სახელობის ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოში პირველ სახელმწიფო უნივერსიტეტად ითვლება. ის 1224 წელს დაარსდა. დღეს, ნეაპოლის უნივერსიტეტის ისტორიულ კამპუსებში 90 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.  

ნეაპოლის საუნივერსიტეტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული კამპანიის „Evento Campania“ („აღმოაჩინე იტალია - კამპანიის რეგიონი“) ფარგლებში განხორციელდა.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«February 2025»
MonTueWedThuFriSatSun
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812
3456789