News

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

16
  • 27 August 2025
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის -  „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, სტიპენდიანტთა პროფესიული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად განაგრძნობს ახალი ინიციატივის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ განხორციელებას.

პროექტის მონაწილეებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი და ცენტრის თანამშრომლები შეხვდნენ. სტიპენდიანტებმა პროექტის ფარგლებში საქართველოში მიღებული სამუშაო გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს, პროექტში წარმატებით მონაწილეობისთვის მათ სერტიფიკატები გადაეცათ.   

2024-2025 წლებში, განათლების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივაში - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ 20 სტიპენდიანტი ჩაერთო, რომლებიც განათლებას საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში იღებენ. ცენტრის მხარდაჭერით, არდადეგების პერიოდში მათ სამუშაო გამოცდილება მიიღეს ისეთ სახელმწიფო უწყებებსა და კვლევით ცენტრებში, როგორიცაა: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, ფსიქორეაბილიტაციის სტაციონარი "სანამენტე“ და საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაცია.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალ პროექტს საფუძველი 2024 წელს ჩაეყარა. პროექტის ფარგლებში, განათლების საერთაშორისო ცენტრის შუამდგომლობითა და მხარდაჭერით, სტიპენდიანტებს შესაძლებლობა ეძლევათ, მათი ინტერესებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით, არდადეგების პერიოდში დამატებითი პრაქტიკული გამოცდილება საქართველოში, შესაბამის სამთავრობო უწყებებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში შეიძინონ.  

პროექტის მიზანია ცენტრის სტიპენდიანტთა სამომავლო კარიერული განვითარების მხარდაჭერა და შრომითი ბაზრის გაცნობის ხელშეწყობა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მაღალკვალიფიციური კადრების დაბრუნებასა და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას.

Print
Tags:
Rate this article:
No rating

x
«August 2025»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567