News

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში სომხეთის რესპუბლიკასთან აკადემიურ სფეროში თანამშრომლობის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

485
  • 23 October 2024
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში სომხეთის რესპუბლიკასთან აკადემიურ სფეროში თანამშრომლობის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველს, გევორგ ღარიბჯანიანს შეხვდა.

შეხვედრაზე სომხეთთან საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ახალი ინიციატივები განიხილეს.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, სომხეთის რესპუბლიკასთან პარტნიორობით, ახორციელებს საერთაშორისო სასტიპენდიო გაცვლით პროგრამას, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ეფუძნება.

პროგრამის საშუალებით, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის, პარტნიორი ქვეყნის უნივერსიტეტების სამაგისტრო საფეხურზე სწავლის მიზნით, ყოველწლიურად 10-10 სტიპენდია გაიცემა.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
5.0

x
«February 2025»
MonTueWedThuFriSatSun
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812
3456789