News

 

“Stipendium Hungaricum” 2024-2025 - უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

1559
  • 15 November 2023
“Stipendium Hungaricum” 2024-2025 - უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

 

დაიწყო განაცხადების მიღება უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამზე - Stipendium Hungaricum 2024-2025.

 

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:

- ბაკალავრიატი

- მაგისტრატურა

- დოქტორანტურა

- ინტეგრირებული მაგისტრატურა (OTM)

- კრედიტების დასაგროვებელი მოკლევადიანი, 3-10 თვის ხანგრძლივობის კურსები

 

 

 

რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად, განაცხადები მიიღება:

- უნგრეთის ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებ-გვერდზე: 15 ნოემბერი, 2023 - 15 იანვარი, 2024. ცენტრალური ევროპული დროით - 14:00 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით - 17:00 საათამდე.

- სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე: 15 ნოემბერი, 2023 - 15 იანვარი, 2024. ცენტრალური ევროპული დროით - 14:00 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით -  17:00 საათამდე.

 

დამატებითი საკონკურსო ქულა ენიჭებათ: სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობების, იძულებით გადაადგილებული და/ან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული  სტატუსის მქონე კონკურსანტებს. წელს პირველად, დამატებითი საკონკურსო ქულა მიენიჭება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე კონკურსანტს.

წარსადგენი დოკუმენტაციისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე: https://shorturl.at/FWXY3

სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება განაცხადების შემოტანის პერიოდში, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული.

ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციის გავლა შესაძლებელია სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე: 0322 970 197, ელექტრონული ფოსტის info-iec@iec.gov.ge და სოციალურ ქსელში ცენტრის ოფიციალური გვერდის https://www.facebook.com/iec.gov.ge მეშვეობით.

პროგრამას ადმინისტრირებას უწევს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, საქართველოში უნგრეთის საელჩოს მხარდაჭერით.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაარსდა. მისი მიზანია, სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე კადრების მომზადებას. 

ცენტრმა, დაარსების დღიდან, საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 1250-ზე მეტი სასწავლო გრანტი გასცა.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი იძლევა შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მიიღონ საუკეთესო განათლება და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ, მიღებული ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში მოახდინონ. ამ მიზნით, ცენტრი ახორციელებს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ, საერთაშორისო ბილატერალურ და ერთობლივ/საპარტნიორო პროგრამებს.

 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«December 2024»
MonTueWedThuFriSatSun
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345