News

 

„Stipendium Hungaricum”-ის წარმატებულ სტუდენტებს საქართველოს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭათ

1059
  • 14 March 2024
„Stipendium Hungaricum”-ის წარმატებულ სტუდენტებს საქართველოს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭათ

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, 17 სტუდენტს, რომლებიც უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის - „Stipendium Hungaricum”-ის ფარგლებში უნგრეთის უნივერსიტეტებში სწავლობენ და მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან, საქართველოს მხრიდან წამახალისებელი სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭათ. წლიური სახელმწიფო სასწავლო გრანტი 2500 ევროს შეადგენს.

 

სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტები მზაობას გამოთქვამენ,  საქართველოში დაბრუნდნენ და დასაქმდნენ უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად, 3 წლის ვადით.

 

განათლების საერთაშორისო ცენტრი უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამასთან - „Stipendium Hungaricum” 2017 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს.

 

საქართველოსა და უნგრეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე, 2017-2023 წლებში, უნგრეთის მთავრობის მიერ სწავლა საქართველოს 348 მოქალაქეს დაუფინანსდა.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«February 2025»
MonTueWedThuFriSatSun
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812
3456789