სიახლე

განათლების საერთაშორისო ცენტრი „Stipendium Hungaricum”-ის წარმატებული  სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიას აწესებს
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

განათლების საერთაშორისო ცენტრი „Stipendium Hungaricum”-ის წარმატებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიას აწესებს

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის „Stipendium Hungaricum”-ის ფარგლებში დაფინანსებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც უნგრეთის უნივერსიტეტებში სწავლის განმავლობაში მაღალი აკადემიური შეფასება ექნებათ, შესაძლებლობა ექნებათ, უნგრეთის მთავრობის დაფინანსებასთან ერთად, მოიპოვონ სახელმწიფო გრანტი წლიური 2500 ევროს ოდენობით. თავის მხრივ, სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები ვალდებულნი იქნებიან, სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდნენ და დასაქმდნენ უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად, 3 წლის ვადით.

განათლების საერთაშორისო ცენტრი უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამასთან - „Stipendium Hungaricum” 2017 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს. 2017-2023 წლებში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, უნგრეთში სწავლა 348 ქართველ სტუდენტს დაუფინანდა.

ამჟამად, უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურზე, უნგრეთში საქართველოს 143 მოქალაქე სწავლობს.

წინა სიახლე განათლების საერთაშორისო ცენტრმა უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მეცნიერის, ბარბარე ყიფიანის სახელობის ჯილდო დააარსა
Next Article განათლების საერთაშორისო ცენტრში 2023 წლის კურსდამთავრებულებთან შეხვედრა გაიმართა
Print
2115 Rate this article:
No rating

x
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678