სიახლე

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი ბუდაპეშტში ქართველ სტუდენტებს შეხვდა
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი ბუდაპეშტში ქართველ სტუდენტებს შეხვდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებითა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ბუდაპეშტში ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს ელჩი უნგრეთსა და მონტენეგროში თამარ ლილუაშვილი და ის ქართველი სტუდენტები მონაწილეობდნენ, რომლებიც უნგრეთის უნივერსიტეტებში „სტიპენდიუმ ჰუნგარიკუმის“ პროგრამის ფარგლებში სწავლობენ ან სწავლის შემდგომ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მუშაობენ.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართველი სტუდენტების კარიერული განვითარების ხელშეწყობის და ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ დასაქმების საკითხებზე.

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა ახალ ინიციატივაზე, რომლის თანახმად, უნგრეთის სტიპენდიის  მქონე წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, განაცხადი გააკეთონ სახელმწიფო სტიპენდიაზე და  საქართველოს მხრიდან, ყოველ აკადემიურ წელს, ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ.

 

განათლების საერთაშორისო ცენტრი უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამასთან - „Stipendium Hungaricum” 2017 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს. 2017-2023 წლებში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, უნგრეთში სწავლა 348 ქართველ სტუდენტს დაუფინანდა.

ამჟამად, უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურზე, უნგრეთში საქართველოს 143 მოქალაქე სწავლობს.

წინა სიახლე განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა „სტიპენდიუმ ჰუნგარიკუმის“ პარტნიორების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
Next Article კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, განათლების საერთაშორისო ცენტრმა დასაქმების ხელშემწყობ ორგანიზაციებთან მემორანდუმები გააფორმა
Print
7043 Rate this article:
No rating

x
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678