სიახლე

განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა კარიერული განვითარების ბანაკში მიიღეს მონაწილეობა
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა კარიერული განვითარების ბანაკში მიიღეს მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს „კარიერული განვითარების ბანაკი 2024“-ის ფარგლებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაში.

პანელური დისკუსიის მთავარი თემა იყო სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობა და პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სახელმწიფოსა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით, განათლების მიღება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელონ და სწავლის დასრულების შემდეგ, შეძენილი ცოდნის რეალიზება საქართველოში მოახდინონ.

განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს პროგრამების მიზნობრიობის, საკონკურსო პირობებისა და სხვა საჭირო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.  

პანელურ დისკუსიას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე, საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების: Fulbright, Erasmus Mundus-ის, Erasmus ICM-ის, Bilateral Exchange Programs, Global UGR AD -ის კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.  

წინა სიახლე განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებისთვის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა
Next Article სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
Print
3162 Rate this article:
No rating

x
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678