სიახლე

განათლების საერთაშორისო ცენტრის გრანტის მფლობელთათვის მომდევნო აკადემიური წლის დაფინანსებაზე განაცხადების მიღება დაიწყო
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

განათლების საერთაშორისო ცენტრის გრანტის მფლობელთათვის მომდევნო აკადემიური წლის დაფინანსებაზე განაცხადების მიღება დაიწყო

განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების - „საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 2016-2017“, „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა 2017-2018“, „საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა 2017-2018“, „საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2016-2017”, „საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2017-2018” და „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ - ფარგლებში გრანტის მფლობელთა მიერ მომდევნო აკადემიური წლის დაფინანსებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო. ამ პროგრამებზე მომდევნო აკადემიური წლისათვის დაფინანსების მოთხოვნის შესახებ განაცხადის მიღება 2018 წლის 1 ივნისს დაიწყება 2018 წლის 15 ოქტომბერს თბილისის დროით 19:00 საათზე დასრულდება.

განაცხადები მიიღება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში https://app.iec.gov.ge/, ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის გზით.
ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსებისას ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტები აგრეთვე შეიძლება წარმოდგენილი იყოს ინგლისურ ენაზე. სხვა უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად. გრანტის მფლობელთა მიერ მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამის საკონკურსო კომისია. გრანტის მფლობელთა მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების გაგრძელების საკითხი განიხილება მხოლოდ პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში. დამატებითი სემესტრი/აკადემიური წელი არ ფინანსდება. სადოქტორო პროგრამაზე დაფინანსებულ გრანტის მფლობელთა მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების გაგრძელების საკითხი განიხილება პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის + 1 დამატებითი წლის ფარგლებში.

იხილეთ მომდევნო აკადემიური წლისათვის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
2. CV/რეზიუმე;
3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ აკადემიური პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის, სტუდენტის სწავლის დაწყებისა და დასრულების პერიოდის მითითებით;
4. გასული წლის შეფასების ოფიციალური ფურცელი საშუალო ჯამური ქულის მითითებით გასულ წელს გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად. ქულობრივი შეფასების სისტემის არ არსებობის შემთხვევაში დოქტორანტებისთვის - განვლილ სასწავლო წელს დაგეგმილი აკადემიური სამუშაოს შესრულების ოფიციალური შეფასება დაგეგმილი აკადემიური სამუშაოების აღწერით;
5. შეფასების ოფიციალურ ფურცელში საშუალო ქულის/ქულის განმარტების მიუთითებლობის შემთხვევაში ცნობა სასწავლებლიდან განვლილი წლის შეფასების საშუალო ქულისა ან/და მისი განმარტების შესახებ (სასწავლების მიერ გაცემულ ოფიციალურ ცნობაში ქულის განმარტების მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა უმაღლესი განათლების შეფასების სისტემების შესაბამისობის დადგენის თაობაზე);
6. ერთი რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში მითითებული რეკომენდატორის მიერ ამავე სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით);
7. დოკუმენტი სწავლის საფასურის შესახებ;
8. სტატუს რეპორტი (სტატუს რეპორტის შედგენისას, სტიპენდიანტისთვის მნიშვნელოვანი თემატიკის გარდა, წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია 2017-2018 აკადემიურ წელს განხორციელებული ყველა მნიშვნელოვანი აქტივობისა და მოპოვებული წარმატების შესახებ).

იხილეთ ბრძანება

წინა სიახლე განათლების საერთაშორისო ცენტრში 2018-2019 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამებზე განაცხადების მიღება დასრულდა
Next Article TEMPUS-ის საზოგადოებრივი ფონდის უმაღლესი განათლების ექსპერტთა ვიზიტი
Print
3005 Rate this article:
No rating

x
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789