სიახლე

გასაუბრება მესამე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებთან
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

გასაუბრება მესამე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებთან

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებსა და სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო. გასაუბრებები 5 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით  მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში მიმდინარეობს.

სასტიპენდიო კონკურსის კომისიის წევრები კონკურსანტს გასაუბრების დროს ინდივიდუალურად და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ანიჭებენ ქულებს. აღნიშნული  კომისია საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან შედგება.

2016-2017 სასწავლო წლისათვის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/სპეციალობები:

  • აგრარული მეცნიერებანი;
  • განათლება;
  • ინჟინერია;
  • მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
  • სოციალური მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
  • სამართალი;
  • არქიტექტურა;
  • საჯარო მმართველობა;
  • მენეჯმენტი.

კონკურსის საბოლოო შედეგები 2016 წლის 15 ივლისისთვის გახდება ცნობილი.

წინა სიახლე განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაციის განცხადება
Next Article Fulbright-ის აკადემიურ გაცვლით პროგრამას საქართველოს მხრიდან განათლების საერთაშორისო ცენტრი განახორციელებს
Print
2426 Rate this article:
No rating

x
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678