სიახლე

მომდევნო აკადემიური წლის დაფინანსებაზე განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელთა განაცხადების მიღება დაიწყო
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

მომდევნო აკადემიური წლის დაფინანსებაზე განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელთა განაცხადების მიღება დაიწყო

განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელთა განაცხადების მიღება დაიწყო.

მომდევნო აკადემიური წლისათვის დაფინანსების მოთხოვნის შესახებ განაცხადები მიიღება 2022 წლის 1 ივნისიდან 2022 წლის 15 ოქტომბრის  ჩათვლით (თბილისის დროით 18:00 სთ-მდე).

განაცხადები მიიღება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში https://app.iec.gov.ge/, ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის გზით.

გრანტის მფლობელთა მიერ მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამის საკონკურსო კომისია.

სამაგისტრო/საბაკალავრო პროგრამებზე გრანტის მფლობელთა მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების გაგრძელების საკითხი განიხილება მხოლოდ შესაბამისი აკადემიური პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში.

დამატებითი სემესტრი/აკადემიური წელი არ ფინანსდება. სადოქტორო პროგრამაზე დაფინანსებულ გრანტის მფლობელთა მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების გაგრძელების საკითხი განიხილება სასტიპენდიო პროგრამის და გრანტის მიმღებთან გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად.

საკონკურსო კომისიების მიერ განაცხადების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების ვადები: 2022 წლის: 30 ივნისი, 31 ივლისი, 31 აგვისტო, 30 სექტემბერი, 30 ოქტომბერი.

 

საკონკურსო პროცედურებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია სრულად იხილეთ პროგრამის აღწერაში: https://bit.ly/3t8zlp9

წინა სიახლე სასტიპენდიო კონკურსი ჩეხეთის მოქალაქეებისთვის
Next Article სასტიპენდიო კონკურსების შედეგები
Print
5314 Rate this article:
No rating

x
«თებერვალი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
2324252627281
2345678
«თებერვალი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
2324252627281
2345678