სიახლე

პროგრამების პრეზენტაცია მედიის წარმომადგენლებისთვის
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

პროგრამების პრეზენტაცია მედიის წარმომადგენლებისთვის

11 მარტს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ და დირექტორის მოადგილე რატი ბრეგაძემ „მწერალთა სახლში“ მედიის წარმომადგენლებისთვის ცენტრის სასტიპენდიო პროგრამებისა და მომავალი გეგმების შესახებ პრეზენტაცია გამართეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული მედია-ტრენინგის მონაწილეები, მედიის წარმომადგენლები.

განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს. ცენტრის მისიაა წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და დემოკრატიულ განვითარებაში, საქართველოში განათლების ხარისხის ამაღლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების გზით. ცენტრის მიზანია სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრი იძლევა შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ საუკეთესო საერთაშორისო განათლება და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ მიღებული ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში მოახდინონ.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-15 წლებში 192 საქართველოს მოქალაქეს/ახალგაზრდას დაუმტკიცდა გრანტი საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სასწავლებლად. ეს ახალგაზრდები სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში შეძლებენ.

2016 წელს კი განათლების საერთაშორისო ცენტრის, კამპუს ფრანსისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის მემორანდუმის გაფორმების საფუძველზე გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამის კონკურსის შედეგად 17 სტუდენტი სწავლას საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს.

ასევე განათლების საერთაშორისო ცენტრი აპრილის თვეში გეგმავს 2016-17 სასწავლო წლის საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის გამოცხადებას.
წინა სიახლე „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ - გამარჯვებულები გამოვლინდნენ
Next Article „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ - კონკურსი დამთავრდა
Print
2308 Rate this article:
No rating

x
«ივლისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910
«ივლისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

საფრანგეთის საელჩომ თბილისში „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - France Excellence 2025-2026”-ის სტიპენდიანტებს უმასპინძლა.

Read more
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910