სიახლე

საინფორმაციო Facebook-Live განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

საინფორმაციო Facebook-Live განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ

21 დეკემბერს, 13:00 საათზე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში ჩაირთვება Facebook-Live ცენტრის სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებულთათვის.

საკონსულტაციო ონლაინ-შეხვედრის მიმდინარეობისას ცენტრის პროგრამული სამსახურის წარმომადგენლები ისაუბრებენ მიმდინარე თუ დაგეგმილ სასტიპენდიო პროგრამებზე, დეტალურად განმარტავენ თითოეული პროგრამის მიზნებსა და ამოცანებს, ასევე სასტიპენდიო კონკურსების პროცედურებს და უპასუხებენ კონკურსანტების შეკითხვებს.

ამავდროულად, სამუშაო დღეებსა და საათებში, პროგრამებით დაინტერესებულ აპლიკანტებს შეუძლიათ ონლაინ კონსულტაციის გავლა ფეისბუქ-გვერდისა და ელექტრონული ფოსტის info-iec@iec.gov.ge მეშვეობით. ასევე, აქტიურია ცენტრის სატელეფონო საკონსულტაციო ხაზი - ნომერზე: 032 297 01 97. ხოლო ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე კონსულტაციის გავლა შესაძლებელია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში მისამართზე: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული.

წინა სიახლე საკონსულტაციო ,,Facebook Live’’ სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებულთათვის
Next Article ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში აპლიკაციების მიღების ვადა გახანგრძლივდა
Print
8016 Rate this article:
No rating

x