სიახლე

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, 2023-2024 სასწავლო წლისათვის, აცხადებს კონკურსს პარტნიორულ სასტიპენდიო პროგრამებზე:
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, 2023-2024 სასწავლო წლისათვის, აცხადებს კონკურსს პარტნიორულ სასტიპენდიო პროგრამებზე:

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, 2023-2024 სასწავლო წლისათვის, აცხადებს კონკურსს პარტნიორულ სასტიპენდიო პროგრამებზე:

„აკადემიური პროგრამები იტალიაში 2023-2024";

„აკადემიური პროგრამები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024”

ელექტრონული განაცხადის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე https://app.iec.gov.ge/ ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში შესაძლებელია 15 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით.

„აკადემიური პროგრამები იტალიაში 2023-2024’’, საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.

„აკადემიური პროგრამები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024“  პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, მოიპოვონ სტიპენდია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის ან ბიოქიმიის მიმართულების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მიზნით.  პროგრამა ხორციელდება სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფონდის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.

სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებულთათვის საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება საკონკურსო ვადის დასრულებამდე: ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული.

ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციის გავლა ასევე შესაძლებელია ცენტრის სოციალური ქსელის, სატელეფონო ცხელი ხაზის ნომერზე: 0322 97 01 97 და ელექტრონული ფოსტის info-iec@iec.gov.ge მეშვეობით.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2014 წელს დაარსდა, უკვე 9 წელია აფინანსებს საზღვარგარეთ სწავლის მსურველ სტუდენტებს. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა წარმატებით აგრძელებს საქმიანობას საქართველოში შესაბამის სფეროში.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ცენტრის ვებგვერდი https://iec.gov.ge/

მოახმარე შენი ცოდნა საქართველოს!

წინა სიახლე სასტიპენდიო პროგრამები საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის!
Next Article გამოცხადდა ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა
Print
10429 Rate this article:
No rating

x
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567