სიახლე

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი -  „STEM სასკოლო ჰაბი”
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი - „STEM სასკოლო ჰაბი”

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა პროექტი „STEM სასკოლო ჰაბი.”

კურსდამთავრებულთა საგრანტო პროექტის მიზანია ცენტრის იმ სტიპენდიანტების მხარდაჭერა, რომლებმაც განათლება მიიღეს ან კვალიფიკაცია აიმაღლეს საზღვარგარეთ და შეძენილი ცოდნის შესაბამისად, საქართველოში სხვადასხვა საზოგადოებრივი, კვლევითი და აკადემიურ-საგანმანათლებლო პროექტის რეალიზებას გეგმავენ.

პროექტის ხელმძღვანელმა, ილია ჭავჭავაძის სახელობის საჩხერის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა, ლენა გომართელმა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა მონაცემებზე დაფუძნებული სკოლის განვითარების მიმართულებით 2023 წელს, გერმანიაში, გოტლიბ დაიმლერის ლუდვიგსბურგის სკოლაში გაიარა.   

კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „STEM სასკოლო ჰაბი” მიზანი იყო რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა რობოტიკის, პროგრამირების, ინჟინერიის სემინარებსა და სამეცნიერო ექსპერიმენტებში, მასწავლებელთა ცოდნისა და უნარების ამაღლება STEM საგნებში და განახლებული საგანმანათლებლო მეთოდოლოგიების, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სამეცნიერო კვლევების გაცნობა.

პროექტში მონაწილეობდნენ საჩხერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ასევე, საჩხერის მუნიციპალიტეტის 6 საჯარო სკოლის უფროსკლასელები და მასწავლებელები.

პროექტის დახურვას სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს განათლების საერთაშორისო ცენტრის სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. 

წინა სიახლე განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, განხორციელდა პროექტი - ეროვნული და საერთაშორისო სკოლა - სიმპოზიუმი - ფაგოთერაპია, ანტიმიკრობული რეზისტენტობა, იმუნიტეტი“
Next Article განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ACA-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა
Print
485 Rate this article:
No rating

x
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678