სიახლე

„Stipendium Hungaricum”-ის წარმატებულ სტუდენტებს საქართველოს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭათ
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

„Stipendium Hungaricum”-ის წარმატებულ სტუდენტებს საქართველოს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭათ

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, 17 სტუდენტს, რომლებიც უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის - „Stipendium Hungaricum”-ის ფარგლებში უნგრეთის უნივერსიტეტებში სწავლობენ და მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან, საქართველოს მხრიდან წამახალისებელი სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭათ. წლიური სახელმწიფო სასწავლო გრანტი 2500 ევროს შეადგენს.

 

სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტები მზაობას გამოთქვამენ,  საქართველოში დაბრუნდნენ და დასაქმდნენ უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად, 3 წლის ვადით.

 

განათლების საერთაშორისო ცენტრი უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამასთან - „Stipendium Hungaricum” 2017 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს.

 

საქართველოსა და უნგრეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე, 2017-2023 წლებში, უნგრეთის მთავრობის მიერ სწავლა საქართველოს 348 მოქალაქეს დაუფინანსდა.

წინა სიახლე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა პიროვნული განვითარების, პროფორიენტაციისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ცენტრებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.
Next Article განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორსა და საქართველოში იტალიის ელჩს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
Print
1765 Rate this article:
No rating

x
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678