სიახლე

თანამშრომლობა სამხრეთ იუტას უნივერსიტეტთან
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

თანამშრომლობა სამხრეთ იუტას უნივერსიტეტთან

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე სამხრეთ იუტას უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ამერიკელ არტ მენეჯერებს - უილიამ ბილ ბაირნსსა და რეიჩელ ბიშოპს შეხვდა. შეხვედრის ორგანიზატორი იყო განათლების საერთაშორისო ცენტრის 2016 წლის კონკურსის სტიპენდიანტი, სამხრეთ იუტას უნივერსიტეტის მაგისტრანტი დათო ნადირაძე. 

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ცენტრსა და სამხრეთ იუტას უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა შედგება კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფარგლებში. ცენტრი ხელს შეუწყობს საჯარო და აკადემიური სივრცისთვის ხელოვნების ადმინისტრირებისა და მართვის სპეციალისტების გადამზადებას. კურსის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ადგილობრივი კულტურული კონტექსტის გათავლისწინებით, გაიღრმაონ ცოდნა ხელოვნების ადვოკატირების, კომუნიკაციის, ფონდების მოძიების მიმართულებით.

კონსულტაციები პროგრამის შინაარსის ჩამოყალიბებასა და განვითარებასთან დაკავშირებით დაგეგმილია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სადაც ხელოვნების ადმინისტრირებას ასწავლიან. პროგრამის განხორციელება დაგეგმილია 2018 წლის ზაფხულისთვის. 



წინა სიახლე სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის
Next Article გასვლითი სამუშაო შეხვედრა
Print
2977 Rate this article:
No rating

x
«თებერვალი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
2324252627281
2345678
«თებერვალი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
2324252627281
2345678