სიახლე

გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამები საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამები საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

5 თებერვალს, განათლების საერთაშორისო ცენტრმა, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, 2021-2022 სასწავლო წლისათვის ექვსი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადდა. ეს პროგრამებია:

• საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები

• საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები

• საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები

• საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა

• სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში

• აკადემიური პროგრამები იტალიაში

პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. სასტიპენდიო პროგრამები არის კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა სწავლა გააგრძელონ და აკადემიური ხარისხი მოიპოვონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში.

ყოველწლიურად სასტიპენდიო პროგრამებით განათლების საერთაშორისო ცენტრი დაახლოებით 200-მდე სტუდენტს აფინანსებს.

ექვსივე პროგრამის ელექტრონული განაცხადების მიღება ცენტრის ვებგვერდზე  - www.iec.gov.ge - 5 თებერვალს დაიწყო, საფრანგეთსა და იტალიაში სასტიპენდიო კონკურსის ფარგლებში განაცხადები 5 მარტის, ხოლო დანარჩენ პროგრამებზე 5 აპრილის ჩათვლით მიიღება.

პროგრამით დაინტერესებულ კონკურსანტებთან პერიოდულად გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები. კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ელექტრონული რესურსებითაც, ცენტრის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში ან პროგრამული სამსახურის ელფოსტის: info-iec@iec.gov.ge მეშვეობით.

განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და დაარსებიდან დღემდე 1000-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

წინა სიახლე ონლაინ-კონფერენცია უნგრეთში სასტიპენდიო კონკურსით დაინტერესებულთათვის
Next Article კონსულტაციები კონკურსანტთა უფლებების დამცველის სამუშაო ჯგუფთან
Print
14648 Rate this article:
No rating

x
«სექტემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
252627
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის -  „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, სტიპენდიანტთა პროფესიული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად განაგრძნობს ახალი ინიციატივის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ განხორციელებას.

Read more
28293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

151617
საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით

საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში დაიწყო საინფორმაციო შეხვედრები საგრანტო პროგრამებით დაინტერესებულ მოქალაქეებთან. პარასკევს, 12 სექტემებერს, შეხვდრა გაიმართა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (გაუ) სტუდენტებთან. შეხვედრას ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი დაესწრო.

Read more
18192021
22232425262728
293012345