სიახლე

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის კარიერული ფორუმი
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის კარიერული ფორუმი

6 დეკემბერს, მულტიფუნქციურ სივრცეში ,,ტერმინალი’’, „განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ ორგანიზებით კარიერული ფორუმი გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ცენტრის კურსდამთავრებულთა დაახლოებას მათთან პროფესიულად დაკავშირებულ ორგანიზაციებთან. ფორუმში მონაწილეობა ასოციაციის 60-მდე წევრმა და 20-მდე კერძო თუ სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელებმა/წარმომადგენლებმა მიიღეს.

ფორუმი უკვე მეოთხედ გაიმართა. ღონისძიებაზე, ახალგაზრდა პროფესიონალებმა, რომლებმაც განათლება და გამოცდილება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს,  საკუთარი გამოცდილება, თანამშრომლობისა და ჩართულობის შესაძლებლობები გაუზიარეს მონაწილე ორგანიზაციებს და თავადაც გაეცნენ  მათი საქმიანობის სპეციფიკას.

კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი უკვე დასაქმებულია და განიხილავს კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობებს, მეორე ნაწილი კი - ახლახან დაბრუნდა ქვეყანაში და მზადაა ახალი პროფესიული გამოწვევების მისაღებად.

კურსდამთავრებულთა ასოციაცია 2018 წელს დაფუძნდა და  ცენტრის სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამების ბენეფიციარებს აერთიანებს.
ასოციაციის მიზნებია: კურსდამთავრებულთა ქსელის შექმნა და გაძლიერება; ასოციაციის წევრთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და კონსულტაციების განხორციელება; საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა.

მიმდინარე წელს ასოციაციამ, განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიიღო კურსდამთავრებულთა პროექტები და 8 გამარჯვებული პროექტიც გამოავლინა. პროექტების განხორციელება უკვე დაიწყო.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა დაარსებიდან დღემდე, 2013-2019 წლებში,  850-მდე სტიპენდია გასცა, ცენტრის დაფინანსებით სტუდენტებმა მიიღეს უმაღლესი განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

წინა სიახლე განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება
Next Article შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან
Print
18803 Rate this article:
No rating

x
«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456