სიახლე

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორსა და საქართველოში იტალიის ელჩს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორსა და საქართველოში იტალიის ელჩს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს საქართველოში იტალიის ახალი ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე ეწვივნენ.

სამუშაო შეხვედრაზე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა და იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონომ ორ ქვეყანას შორის აკადემიური მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო, პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს.

2018 წელს, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს (CRUI) შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის განახლებაც მიმდინარე წელს იგეგმება.

შეხვედრაზე მხარეებმა, განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, იტალიის საპარტნიორო საუნივერსიტეტო ქსელის გაფართოებაზე ისაუბრეს და იტალიაში უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოდან კიდევ უფრო მეტი სტუდენტის დაფინანსების შესაძლებლობა განიხილეს.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი სასტიპენდიო პროგრამას „აკადემიური პროგრამები იტალიაში“ 2019 წლიდან, საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2019-2023 წლებში, კონკურსის წესით შეირჩა და იტალიური მხარის დაფინანსებით, იტალიაში სასწავლებლად გაემგზავრა საქართველოს 20 მოქალაქე.

ამას გარდა, განათლების საერთაშორისო ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, 2014-2023 წლებში, საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, იტალიაში სწავლის მიზნით, დაფინანსდა საქართველოს 37 მოქალაქე.

ამჟამად, განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, იტალიაში საქართველოს 18 მოქალაქე სწავლობს.  

წინა სიახლე „Stipendium Hungaricum”-ის წარმატებულ სტუდენტებს საქართველოს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭათ
Next Article განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი ქვეპროგრამის „უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის 2024-25“ პრეზენტაცია გაიმართა
Print
3999 Rate this article:
No rating

x
«ივლისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

საფრანგეთის საელჩომ თბილისში „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - France Excellence 2025-2026”-ის სტიპენდიანტებს უმასპინძლა.

Read more
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910