სიახლე

განათლების საერთაშორისო ცენტრის 2016-2017 აკადემიური წლის სასტიპენდიო კონკურსის შედეგები ცნობილია
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

განათლების საერთაშორისო ცენტრის 2016-2017 აკადემიური წლის სასტიპენდიო კონკურსის შედეგები ცნობილია

განათლების საერთაშორისო ცენტრში 2016-17 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა შერჩევა დასრულდა. წელს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში სწავლას დაფინანსებულები 110 ახალგაზრდა გააგრძელებს. წარმატებულ აპლიკანტებს ნაწილობრივ ან სრულად დაუფინანსდებათ უცხოეთში სწავლისა და/ან საცხოვრებელ ხარჯები. საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულები, კი მათ მიერ შერჩეულ გადამზადების პროგრამებზე დაფინანსდებიან.

გამარჯვებულები ქვეყნისთვის პრიორიტეტული შემდეგი პროგრამული მიმართულებების/სპეციალობების გათვალისწინებით შეირჩნენ: აგრარული მეცნიერებანი, განათლება, ინჟინერია, მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებანი, სამართალი, არქიტექტურა, საჯარო მმართველობა, მენეჯმენტი.

110 საქართველოს მოქალაქე ბრიტანეთის, აშშ-ს, შვედეთის, გერმანიის, იტალიის, ჩეხეთის, შვეიცარიის, უნგრეთის, ესტონეთის, ნიდერლანდების, იაპონიის უნივერსიტეტებში მიიღებს სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხს. სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მიღებულ ცოდნას ქვეყნის განვითარებას მოახმარენ.

დაფინანსების მოპოვების მსურველებს ელექტრონული აპლიკაციის შევსება 1 თვის მანძილზე შეეძლოთ. კონკურსანტებმა, რამდენიმე საკონკურსო ეტაპი გაიარეს. აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონკურსო კომისიამ მიიღო. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებდნენ. განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონკურსო კომისია 9 წევრისგან შედგება, კომისია დაკომპლექტებულია სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებით.

განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს. ცენტრის მისიაა წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და დემოკრატიულ განვითარებაში, საქართველოში განათლების ხარისხის ამაღლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების გზით. 

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014 წლიდან დღემდე 270 - მდე სასწავლო სტიპენდია გასცა. 

წინა სიახლე აპლიკანტთა უფლებების დამცველი კონსულტაციებს გამართავს
Next Article შეხვედრა აპლიკანტთა უფლებების დამცველთან
Print
2052 Rate this article:
No rating

x
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567