სიახლე

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი - 2016
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი - 2016

„განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი 2016“ - ში მონაწილეობა მიიღო 40-მდე ახალგაზრდამ, რომელთაც ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით უცხოეთში აკადემიური (სამაგისტრო და სადოქტორო) ხარისხი მოიპოვეს.

ფორუმი გახსნეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ.

ფორუმის გამართვის მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების დასაქმების ხელშეწყობა. ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ პოტენციურ დამსაქმებლებს უშუალოდ გააცნონ თავისი გამოცდილება და შესაძლებლობები. აპლიკანტებით ფორუმზე სულ 40-მდე კერძო და სახელმწიფო ორგანიზაცია დაინტერესდა. ისინი გაესაუბრნენ ახალგაზრდებს, რომლებმაც განათლების საერთაშორისო ცენტრის დახმარებით უცხოეთში მიიღეს განათლება.

ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სტაჟირება ან დაიწყონ მუშაობა სხვადასხვა ორგანიზაციაში. კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცათ პირადად გაცნობოდნენ სამინისტროების, სსიპ-ების, ქართულ ბაზარზე მოქმედი წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს, დაესვათ მათთვის კითხვები, მიეწოდებინათ ინფორმაცია საკუთარი კანდიდატურის შესახებ.

ფორუმის ფარგლებში, მოეწყო განათლების საერთაშორისო ცენტრის „კურსდამთავრებულთა თანამშრომლობის პროგრამის სტრატეგიის“ განხილვაც. ფორუმზე მოწვეული იყვნენ როგორც ახალდაბრუნებული, ასევე უკვე დასაქმებული კურსდამთავრებულები.

ფორუმზე წარმოდგენილი იყო საქართველოს რკინიგზა, საპარტნიორო ფონდი, თანაინვესტირების ფონდი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, საქართველოს ელექტროსისტემა, ასევე კერძო კომპანიები: ვისოლ-ჯგუფი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, ხუალინგი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და სხვა ორგანიზაციები.

წინა სიახლე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
Next Article შეხვედრა ამერიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან
Print
2242 Rate this article:
No rating

x
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა.

Read more
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567