სიახლე

განათლების საერთაშორისო ცენტრს, კამპუს ფრანსსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

განათლების საერთაშორისო ცენტრს, კამპუს ფრანსსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მხარეებს შორის შეთანხმების შედეგად, ოცამდე ქართველი სტუდენტის საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები ერთობლივად დააფინანსებენ.  ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ცენტრისა და კამპუს ფრანსის ფინანსური და საორგანიზაციო მხარდაჭერით საფრანგეთის   უმაღლეს სასწავლებლებში მიიღონ სტიპენდია.

მემორანდუმს ხელი განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ და ფრანგული მხარის წარმომადგენელმა  - საფრანგეთის სრულუფლებიანმა  ელჩმა საქართველოში - ბატონმა რენო სალენსმა მოაწერეს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „კამპუს ფრანსი“ საქართველოში სამთავრობო დაწესებულებასთან მემორანდუმს აფორმებს.

კონკურსის პირობები განათლების საერთაშორისო ცენტრის, კამპუს ფრანსისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ ერთობლივად იქნება დადგენილი. სტუდენტებს კი საერთაშორისო კომისია შეარჩევს.  კამპუს ფრანსი,  საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და საფრანგეთის საელჩო მობილობის სტიპენდიების პროგრამის თანადაფინანსებას საერთაშორისო ვალდებულებიდან გამომდინარე თანამშრომლობის პოლიტიკის ფარგლებში ახორციელებენ.
განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით. ცენტრის მისიაა წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და დემოკრატიულ განვითარებაში, საქართველოში განათლების ხარისხის ამაღლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების გზით. 2 წლის მანძილზე ცენტრის მიერ საზღვარგარეთ სასწავლებლად 200-მდე სტუდენტი დაფინანსდა.

„კამპუს ფრანსი“ საფრანგეთის სახელმწიფოს საჯარო დაწესებულებაა, რომელსაც ევალება უცხოელი სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობა და საერთაშორისო მობილობის პროგრამების განხორციელება. „კამპუს ფრანსს“  საფრანგეთის საგარეო საქმეთა, უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტროები მეურვეობენ. „კამპუს ფრანსის“ წევრია საფრანგეთის 320 უნივერსიტეტი, მენეჯმენტის, საინჟინრო, ხელოვნებისა  და არქიტექტურის სკოლები.

 

წინა სიახლე განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაციის შეხვედრა აშშ-ის კოლეჯებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენელებთან
Next Article განათლების საერთაშორისო ცენტრი ახალ სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს
Print
3831 Rate this article:
No rating

x
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678