სიახლე

განათლების საერთაშორისო ცენტრსა და რატგერსის, ნიუ ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

განათლების საერთაშორისო ცენტრსა და რატგერსის, ნიუ ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 18 ივნისს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა  და  რატგერსის, ნიუ ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

   აღნიშნული მემორანდუმი  ითვალისწინებს  მხარეებს შორის საგანმანათლებლო პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და განვითარებას, რატგერსის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად მაღალი დონის სპეციალისტების მოზადებას, ფუნდამენტური კვლევისა და ტექნოლოგიების დარგში საგანმანათლებლო პროგრამების  განხორციელების განსაკუთრებულ მნიშვნელობას  საზოგადოების კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარებისთვის, საქართველოს მთავრობის ინტერესს უფრო ფართოდ ჩაერთოს გლობალურ საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში, მხარეთა მზადყოფნას დაეხმარონ ქართველ ახალგაზრდა სპეციალისტებს, რათა მათ განაგრძონ აკადემიური საქმიანობა რატგერსში.

   მემორანდუმის მიხედვით, რატგერსი უზრუნველყოფს სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხულთათვის სწავლის გადასახადის 100%-ით, ხოლო სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხულთათვის 50%-ით დაფინანსებას.  განათლების საერთაშორისო ცენტრი მხარეთა ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, დარჩენილ ხარჯებს დაფარავს.  მემორანდუმი  ძალაში რჩება  ხუთი წლის განმავლობაში და შემდეგ განახლდება ავტომატურად,  დამატებითი ხუთი წლის ვადით.

    განათლების საერთაშორისო ცენტრმა აღნიშნული მემორანდუმი პარტნიორი უნივერსიტეტების სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გააფორმა. 2015-2016 აკადემიური წელს განათლების საერთაშორისო ცენტრი ხელს მოაწერს პარტნიორობისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებსა და ჩარჩო ხელშეკრულებებს ევროპის, ამერიკისა და აზიის  რიგ სასწავლო დაწესებულებებთან. ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სტიპენდია პარტნიორ უნივერსტეტებში სწავლის გასაგრძელებლად ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. პარტნიორ უნივერსტეტებთან გამოფრმებული შეთანხმებების საფუძველზე, აპლიკანტებს საშუალება ექნებათ გაიარონ მხოლოდ ერთი სააპლიკაციო პროცედურა, რომლის ადმინისტრირებას ცენტრი უზრუნველყოფს.

 

წინა სიახლე განათლების საერთაშორისო ცენტრი 2015 წლის კურსამთავრებულთა დასაქმების საპილოტე პროგრამას იწყებს
Next Article განათლების საერთაშორისო ცენტრში აპლიკანტებთან გასაუბრება დაიწყო
Print
1584 Rate this article:
No rating

x
«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456