სიახლე

განათლების საერთაშორისო ცენტრში მედია ტრენინგში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა დასრულდა
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

განათლების საერთაშორისო ცენტრში მედია ტრენინგში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა დასრულდა

განათლების საერთაშორისო ცენტრში მედია ტრენინგში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა დასრულდა. 25 სექტემბერს „საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების“ პროგრამის ფარგლებში განათლების საერთაშორისო ცენტრმა მედია ტრენინგში მონაწილობის მისაღებად კონკურსი გამოაცხადა. დაინტერესებულ პირებს განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტარციო ფორმის მეშვეობით 25 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე შეეძლოთ. კონკურსის ფარგლებში 50-მდე განაცხადი შემოვიდა. აპლიკანტებმა გასაუბრება საკონკურსო შემრჩევ კომისიასთან გაიარეს. კონკურსში გამარჯვებულის გამოსავლენად ქულობრივი ზღვარი განისაზღვრა 65 ქულიდან საერთო 100 ქულიანი შეფასების ფარგლებში. აღნიშნული ზღვარი მხოლოდ 14-მა კონკურსანტმა გადალახა. გამარჯვებულები მედია ტრენინგს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 2015 წლის 14 ნოემბრიდან 20 ნოემბერამდე გაივლიან. მედია ტრენინგის სამუშაო ენა ინგლისური იქნება. საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირები სრულად დაფინანსედებიან განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ.
განათლების საერთაშორისო ცენტრისა და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული მედია-ტრენინგი, რომელიც განათლების პოლიტიკის მედია განხილვისა და გაშუქების სპეციფიკას ეხება, ქართველ ჟურნალისტებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ როგორც სემინარის ტიპის ღონისძიებებში, ასევე პრეზენტაციებში, პრაქტიკულ მეცადინეობებსა და უწყებრივ შეხვედრებში განათლების ინტერნაციონალიზაციის, დაგეგმარების, დაფინანსების შეფასების თემებზე. 
მედია ტრენინგის ფარგლებში გამარჯვებული კონკურსანტებისთვის, ასევე დაგეგმილია მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - ქართველოში არსებული უმაღლესი განათლების სისტემის, ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცისა და საქართველოში ბოლონიის პროცესის მიმდინარეობის საკითხებზე. 
წინა სიახლე განათლების საერთაშორისო ცენტრმა მედია ტრენინგში მონაწილეობის მსურველთათვის გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში გასაუბრება გამართა
Next Article განათლების საერთაშორისო ცენტრი ახალ პროგრამას იწყებს
Print
2344 Rate this article:
No rating

x
«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456