სიახლეები

 

20-21 ივლისს ბორჯომში განათლების საერთაშორისო ცენტრის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა

2420
  • 22 ივლისი 2015
20-21 ივლისს ბორჯომში განათლების საერთაშორისო ცენტრის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა

განათლების საერთაშორისო ცენტრის ყოველწლიერი კონფერენცია მიზნად ისახავდა  საერთაშორისო პროგრამების სხვადასხვა თაობის სტუდენტების შეხვედრასა და გაცნობასმათი  ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას. შესაბამისად, კონფერენციაში მონაწილეობას იღებედნენ როგორც კურსდამთავრებული სტუდენტებიასევე მიმდინარე გრანტის მფლობელი და 2015-16 სასწავლო წლის კონკურსის  გამარჯვებული სტუდენტები.

ორდღიანი კონფერენციის განმავლობაში სტუდენტები  გაეცნენ ცენტრის მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ პროგრამულ ცვლილებებს, ახალ პროექტებსა და ინიციატივებს. კონფერენციის განმავლობაში გაიმართა საინფორმაციო სესიები 2015 წლის გამარჯვებული ახალი ნაკადისთვის და  შეხვედრები კომისიის წევრებთან, სადაც  სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებულებმა პროფესიული განვითარებისათვის საჭირო რჩევები მიიღეს და დასაქმების პერსპექტივებს გაეცნენ.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა სტიპენდიანტებს ორი დღის მანზილზე 5 სესია შესთავაზა. სესიების ფორმატი ითვალისწინებდა როგორც  პრეზენტაციასა და პანელსასევე ჯგუფურ მუშაობასღია სივრცეში“ (Open Space Technology), სადაც განსახილველი საკითხის წამოჭრა და გამოცდილების გაზიარება თავად  სტუდენტებს შეეძლოთ. კონფერენციის ერთ-ერთ  სამუშაო სესიას საქართველოს  პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
1112
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2025-2026 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიანტები, ცენტრის პარტნიორი საელჩოს წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

Read more
1314151617
18192021222324
25262728293031
1234567